Created on 18th January 2025
აღნიშნეთ ფარმაკოლოგიურად აქტიური ის ნივთიერება, რომელსაც ღებულობენ 8-12 კვი- რის ორსულთა შარდიდან |
---|
ფარმაცევტული კომპანიები (წლების განმავლობაში), სომატოტროპინს და გონადოტრო- პულ ჰორმონებს ღებულობდნენ გარდაცვლილი ადამიანების ადენოჰიპოფიზიდან, მაგრამ XXI საუკუნეში, კატეგორიულად აიკრძალა გვამებიდან და ცხოველთა ორგანოებიდან მი- ღებული მედიკამენტების გამოყენება. რა გახდა ამ აკრძალვის მიზეზი? |
პრიონული დაავადების დიაგნოსტიკის ყველაზე ზუსტ მეთოდად ითვლება |
აღნიშნეთ ვაქცინები, რომლებსაც იყენებენ პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის მიზნით |
როდესაც ბავშვებში, კრიტიკულ ვითარებაში (მაგალითად, ჰიპოვოლემიური შოკის დროს), ვერ ხერხდება ცენტრალური და პერიფერიული ვენების კათეტერიზაცია, მედიკამენტების შეყვანა უნდა მოხდეს |
თუ იგეგმება ძლიერმოქმედი სამკურნალო საშუალებების ვენაში შეყვანა, პრეპარატი აუცი- ლებლად უნდა განვაზავოთ და მიღებული ხსნარის ინექცია განვახორციელოთ მინიმუმ 5 წთ–ის განმავლობაში. რატომ არის აუცილებელი ასეთი ზომების მიღება? |
პრეპარატის - ნოვოკაინის ტოქსიკურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ორგანიზმში ამ მედიკამენტის შეყვანის გზა (ცხრილი 1.4). შესაბამისად, სახიფათოა ნოვოკაინის ცხრილი 1.4. ნოვოკაინის ტოქსიკურობის დამოკიდებულება |
საინექციო წყალში ბიცილინ–3 -ის გახსნის შედეგად წარმოიქმნება თეთრი, რძისფერი სუსპენზია, რატომ არ შეიძლება სუსპენზიის ინტრავენურად შეყვანა? |
რა მოცულობის საინექციო ხსნარის გაკეთება შეიძლება კანქვეშ? |
ფილტვის არტერიის ემბოლიის დროს პაციენტს აღენიშნება: |
ვენესექცია წარმოადგენს ვენეპუნქციის ალტერნატივას განსაკუთრებით: ბავშვებში, შო- კის დროს და სკლეროზირებული ვენების შემთხვევაში. რა სახის გართულებები არის მოსალოდნელი ვენესექციის განხორციელებისას? |
ცენტრალური ვენის კათეტერიზაციის დროს, განვითარდა ჰაეროვანი ემბოლია და პაციენ- ტი დაიღუპა. დადგენილია, რომ დიდი დიამეტრის მქონე ვენის კათეტერის (ზომა 14G) გა- მოყენებისას, ატმოსფეროდან ვენაში, ჩასუნთქვის მომენტში, 1 წმ–ში შესაძლოა მოხვდეს 90 მლ ჰაერი, რაც იწვევს პაციენტის ელვისებურ სიკვდილს. რა განაპირობებს ჰაერის ასეთ სწრაფ გადასვლას სისხლის სისტემურ მიმოქცევაში? |
კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარის ინტრავენური სწრაფი ინექცია, შესაძლოა დას- რულდეს: |
აღნიშნეთ ვენის კათეტერიზაციის უკუჩვენებები? |
ფილტვის არტერიების თრომბოემბოლიების ძირითადი წყაროა: |
რა მოცულობის საინექციო ხსნარის გაკეთება შეიძლება ინტრამუსკულარულად? |
თუ იგეგმება წამლის კუნთში შეყვანა, სწრაფი ფარმაკოლოგიური ეფექტის მიღების მიზ- ნით, სამკურნალო ნივთიერების ინექცია უნდა განვახორციელოთ |
ვირუსული B–ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები (ენჯერიქსი, ეუვაქსი, კომბიოტეხი) ოპტიმალური, სრულყოფილი იმუნური პასუხის მისაღებად შეჰყავთ: |
არტერიული ჰიპერტენზიის კორექციის მიზნით, მედდამ, პაციენტს კუნთში გაუკეთა 25%– იანი 10 მლ მაგნიუმის სულფატის საინექციო ხსნარი. ინექციის ადგილზე წარმოიქმნა ასეპ- ტიკური ინფილტრატი, რომლის გაწოვა არ მოხდა 2 წლის განმავლობაში. ქირურგმა დუნ- დულა კუნთში პალპაციის შედეგად დააფიქსირა მკვრივი კონსისტენციის კვანძოვანი წარ- მონაქმნი ზომით 10×10 მმ. როგორი უნდა იყოს მკურნალობის ალგორითმი? |
როგორი საინექციო ხსნარების გამოყენება არის დაუშვებელი ინტრასტერნალური, ინ- ტრატიბიალური და ინტრავენური ინექციებისას? |
კალციუმის ქლორიდის 10% იანი ხსნარის გაკეთება ინტრამუსკულარულად არ შეიძ- ლება, რადგან გამოიწვევს |
245. ოტორინოლარინგოლოგმა პირის ღრუს დათვალიერებისას შეამჩნია, რომ ენა არის ასი- მეტრიული. რა შეიძლება იყოს ენის ასიმეტრიის მიზეზი? |
ნეირომედიატორის - აცეტილქოლინის სინთეზი მიმდინარეობს ნეირონების ციტოპ- ლაზმაში, ხოლო დეპონირება ხორციელდება ვეზიკულებში (ერთი ვეზიკულა საშუ- ალოდ შეიცავს მედიატორის 3000 მდე მოლეკულას). როგორც კი მოქმედების პო- ტენციალი მიაღწევს ნერვულ დაბოლოებებს, Ca2+ ის იონების მოქმედებით, ვეზი- კულები იწყებენ უჯრედის მემბრანისკენ გადაადგილებას და ადგილი აქვს კვანტე- ბის სახით, აცეტილქოლინის ეგზოციტოზს. ეს პროცესი მგრძნობიარეა Ca2+ ის იო- ნების კონცენტრაციის მიმართ. რომელ ორვალენტიან იონებს (Ca2+ ის იონების ან- ტაგონისტებს) შეუძლიათ დათრგუნონ ქოლინერგულ სინაპსში ნერვული იმპულ- სის გადაცემა? |
ეგზოციტოზის შედეგად სინაპსურ ნაპრალში გამოსროლილი მედიატორის – აცეტილ- ქოლინის ინაქტივაციას ახორციელებს ფერმენტი |
აღნიშნეთ M1–ქოლინორეცეპტორების ლოკალიზაცია |
მდინარეში (ცივ წყალში) ჩახტომისას, თუ სისხლში მაღალია ალკოჰოლის კონცენტრაცი- ა, რეფლექტორული მექანიზმით გული შესაძლოა გაჩერდეს. სწორედ ამიტომ, მდინარე- ში შესვლის წინ, სხეულის ზედაპირი წინასწარ უნდა დავიზილოთ წყლით. რომელი ნერვის აქტივაციას უკავშირდება ასისტოლიის განვითარება ცივ წყალში ჩახტომისას? |
როგორი სახის ფარმაკოლოგიური ეფექტები ვითარდება გულში მოთავსებული M2– ქოლინორეცეპტორების სტიმულაციის შედეგად, ან ცდომილი ნერვის (n. vagus) გააქ- ტიურების ფონზე? |
წამწამოვანი სხეული ასრულებს ორ ძირითად ფუნქციას: ღებულობს მონაწილეობას აკომოდაციის პროცესში და სისხლის ულტრაფილტრაციის გზით წყალწყალა ნამის (Humor aqualis) წარმოქმნაში. წამწამოვან კუნთში მოთავსებული რომელი რეცეპტო- რების სტიმულაცია იწვევს აკომოდაციის სპაზმს? |
ანაერობული ბაცილა Clostridium botulinum გამოყოფს საკმაოდ ძლიერ ბოტულო- ტოქსინს, რომელიც იწვევს: ქსეროსტომიას (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმ- შრალე), დიზართრიას, დისფაგიას, აფონიას, პერისტალტიკის დათრგუნვას და სპე- ციფიკურ ოფთალმოპლეგიურ სინდრომს (მწვავე ჰიპერმეტროპიას, ორმხრივ ბლე- ფაროპტოზს, მიდრიაზს, დიპლოპიას, სტრაბიზმს და ვერტიკალურ ნისტაგმს). მე- დიცინაში, ამ ნივთიერებას იყენებენ სხვადასხვა სახის დისტონიების (ბლეფაროს- პაზმი, სტრაბიზმი) სამკურნალოდ. პრეპარატი შეჰყავთ შესაბამის კუნთში და ვი- თარდება კუნთის დამბლა ხანგრძლივობით 12 კვირა. როგორია ამ ტოქსინის მოქ- მედების მექანიზმი |
გლაუკომა არის დაავადება. რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალშიგა წნევის მომატება წყალწყალა ნამის ჰიდროდინამიკის დარღვევის ფონზე, რაც ხელს უწყობს მხედველობის ნერვის ატროფიას (სურ. 2 10) და პაციენტის დაბრმავებას. წყალწყალა ნამის სეკრეცია ხდება წამწამოვანი სხეულის (corpus ciliare) მიერ. წარმოქმნილი სი- თხე თვალის უკანა საკნიდან გუგის მეშვეობით გადადის წინა საკანში, ხოლო იქე- დან სადრენაჟო სისტემის გავლით ხვდება ინტრა და ეპისკლერალურ ვენებში. რომელი სტრუქტურული ელემენტები ქმნიან თვალის სადრენაჟო სისტემას? |
გლაუკომის დროს, პირდაპირი მოქმედების М ქოლინომიმეტური საშუალება პი- ლოკარპინის ჰიდროქლორიდი (1 2% 10 მლ თვ. წვ) თვალშიგა წნევას აქვეითებს იმიტომ, რომ |
როგორია ოფთან პილოკარპინის (1 2% 10 მლ თვ. წვ.) დოზირების რეჟიმი? |
თანდაყოლილი გლაუკომა, ახალშობილთათვის წარმოადგენს საკმაოდ მძიმე პათოლო- გიას, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ბუფთალმია, გუგების დიამეტრის გადიდება, ჰიდროფთალმია, რქოვანას შემღვრევა – ოპალესცენცია (გლუკო- ზის ან გლიცერინის ხსნარის ჩაწვეთების შემდეგ რქოვანა ხდება დროებით გამჭვირვა- ლე), ოფთალმოტონუსის მომატება, დაავადებულ თვალში მიდრიაზი და გუგების სი- ნათლეზე რეაგირების უნარის დაქვეითება, მხედველობის ნერვის ატროფია და მხედვე- ლობის არის მკვეთრი შევიწროება. მკურნალობის გარეშე, ახალშობილი დაბრმავდება, როგორი უნდა იყოს მკურნალობის ალგორითმი მას შემდეგ, რაც პაციენტს დაუსვეს თანდაყოლილი გლაუკომის დიაგნოზი და დაუნიშნეს მიოტიკი (მაგ., პილოკარპინი), გლუკოზის და გლიცერინის შემცველი თვალის წვეთები? |
კრიმინალისტიკაში ხშირად იყენებენ სუპრავიტალურ რეაქციებს. თუ გარდაცვლილის თვალის წინა საკანში (სივრცე რქოვანასა და ფერად გარსს შორის), შპრიცის მეშვეო- ბით, 1%–ანი პილოკარპინის თვალის წვეთების შეყვანის შემდეგ მიოზი განვითარ- დება 3 5 წმ ში, ეს რეაქცია მიგვითითებს იმაზე, რომ |
აღნიშნეთ M2–ქოლინორეცეპტორების ლოკალიზაცია |
რომელ ორგანოებშია ლოკალიზებული M3–ქოლინორეცეპტორები? |
აღნიშნეთ აცეტილქოლინესთერაზას შექცევადი ინჰიბიტორების (პროზერინი, უბრე- ტიდი, კალიმინი, ნეირომიდინი) დანიშვნის უკუჩვენებები |
პილოკარპინის (М ქოლინომიმეტური საშუალება) და ფიზოსტიგმინის (აცეტილქო- ლინესთერაზას შექცევადი ინჰიბიტორი) კომბინირებისას ფარმაკოლოგიური ეფექტი: |
ფოსფორორგანული ნაერთებით ინტოქსიკაციისას იყენებენ: |
პედიკულოზის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი - პარა პლუსი შეიცავს: პერმეტ- რინს, მალათიონს და პიპერონილის ბუტოქსიდს. პერმეტრინი ექტოპარაზიტებზე - ფეხ- სახსრიანებზე მოქმედებს, როგორც ნეიროტოქსიკური შხამი, რადგან თრგუნავს მწერე- ბის ნერვულ უჯრედებში რეპოლარიზაციის პროცესს. მალათიონი ახდენს ფერმენტის - აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბირებას, ხოლო პიპერონილის ბუტოქსიდი კი - აძლიე- რებს პერმეტრინის ნეიროტოქსიკურ ზემოქმედებას, რადგან ბლოკავს პარაზიტების დე- ტოქსიკაციურ ფერმენტებს. ანოტაციის მიხედვით, პაციენტის თავის თმიანი ნაწილი ინ- ტენსიურად უნდა დამუშავდეს აეროზოლით და 10 წთ–ის შემდეგ უნდა მოვახდინოთ თავის დაბანა შამპუნით. სასურველია, პროცედურის გამეორება 7 დღის შემდეგ. პრეპა- რატი არ უნდა მოხვდეს რესპირატორულ ტრაქტში, ლორწოვან გარსსა და რქოვანაზე. არ შეიძლება აეროზოლის დასხურების შემდეგ, თავის ჰერმეტულად შეფუთვაც. თმების გაშრობის მიზნით იკრძალება ფენის გამოყენებაც. აღნიშნეთ ამ პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებები: |
მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით, per os მიიღო დიქლოფოსი (ფოსფორორგანუ- ლი ნაერთი). ინტოქსიკაციის სიმპტომები (სალივაცია, პირღებინება, რინორეა, ბრონქორეა, ბრონქოსპაზმი, ძლიერი სპაზმური ხველება, ჰიპერჰიდროზი, ბრადიკარ- დია, აკროციანოზი, ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერება დეფეკაციით, შარდის უნებლიე გამოყოფა, კუნთების ფიბრილაცია) განვითარდა საკმაოდ სწრაფად და თანდათან გადავიდა კლონურ ტონურ კონვულსიებში. რომელი მედიკამენტების გა- მოყენება არის ამ დროს რაციონალური და როგორი სქემით? |
სირიაში (2013 წლის 21 აგვისტოს), მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გამოყენე- ბული იქნა რუსეთის ფედერაციაში წარმოებული, სამხედრო დანიშნულების მომაკვდი- ნებელი ნივთიერება – ზარინი. გაეროს ექსპერტებმა გვამების შესწავლისას, დააფიქსირეს შემდეგი სახის პათანატომიური ცვლილებები: ბრონქების და ნაწლავების გლუვი მუსკუ- ლატურის სპაზმი მრავალრიცხოვანი ინვაგინაციებით წვრილ ნაწლავში; სასუნთქ გზებ- ში, ცხვირ-ხახასა და პირის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწო და ქაფიანი სეკრეტი; ში- ნაგანი ორგანოების ჰიპერემია და შეშუპება; წერტილოვანი სისხლჩაქცევები ქერქში, ღე- როში, ნათხემში, ეპიკარდიუმში, ენდოკარდიუმში და ფილტვების პარენქიმაში. მაგრამ იმისათვის, რომ დაიდოს საბოლოო დასკვნა, გარდაცვლილების სისხლში უნდა და- დასტურდეს |
რომელი პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა დისტიგმინის ბრომიდი? |
როგორია უბრეტიდის (A–სია) საინექციო ხსნარის დოზირების რეჟიმი? |
ოპერაციის დასრულების შემდეგ, კურარეს მსგავსი მიორელაქსანტის – პიპეკურონი- უმის ბრომიდის (არდუანის) ფარმაკოლოგიური ეფექტის მოსახსნელად და პაციენ- ტის სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანის მიზნით, ანესთეზიოლოგმა ინტრავენურად განახორციელა ჯერ 0.1%–იანი 1 მლ ატროპინის სულფატის ინექცია (განვითარდა ტაქიკარდია), ხოლო 2 წთ ის შემდეგ 0.05%–იანი 3 მლ პროზერინის ხსნარის ინექ- ცია. რატომ? |
რომელი პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა პირიდოსტიგმინის ბრომიდი? |
მიასთენიის (Myasthenia gravis) გამომწვევი ძირითადი მიზეზია |
არაპირდაპირი მოქმედების ქოლინომიმეტური საშუალებებიდან რომელ პრეპარატებს იყენებენ მიასთენიის – Myasthenia gravis (სურ. 2.12) სამკურნალოდ? |
ხანმოკლე მოქმედების (3 5 წთ) აცეტილქოლინესთერაზას ამ ინჰიბიტორს, ძირითა- დად იყენებენ ინტრავენურად (დოზით 2 5 მგ) მიასთენიური კრიზის დიაგნოსტი- კის მიზნით და თუ პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, (სურ. 2.13) ეს მიუთითებს მიასთენიურ კრიზზე, ხოლო თუ გაუარესდება ქოლინერ- გულზე. რომელ პრეპარატზეა საუბარი? |
M–ქოლინომიმეტიკების ფარმაკოლოგიური ეფექტი ალერგიის საწინააღმდეგო H1– ჰისტამინობლოკატორებთან (ტავეგილი, დიმედროლი, პიპოლფენი) კომბინირებისას |
პროზერინით მოწამვლისას იყენებენ: |
ალცჰაიმერის დაავადების (Morbus Alzheimer) დროს ითვლება, რომ ეფექტურია დონე- პეზილი (არისეპტი), რომელიც ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბირებას და ნაკლებად მოქმედებს პერიფერიულ ქსო- ვილებში ამ ფერმენტის აქტივობაზე. როგორი სქემით ინიშნება პრეპარატი არისეპ- ტი? |
ლიმბურ სისტემაში N–ქოლინორეცეპტორების სტიმულაცია ალცჰაიმერის დაავადე- ბის დროს) აუმჯობესებს პაციენტის ფსიქოლოგიურ ორიენტაციას, კოგნიტიურ ფუნ- ქციებს და მეხსიერებას. რომელ პრეპარატებს იყენებენ ამ პათოლოგიის დროს ცენ- ტრალურ ნერვულ სისტემაში აცეტილქოლინის კონცენტრაციის გაზრდის მიზნით? |
ქ |
როდესაც მისიონერები პირველად მოხვდნენ კალაბარის სამეფოში (ნიგერიის სამხრეთ- აღმოსავლეთი ნაწილი), მათი ყურადღება მიიპყრო, ამ სამეფოში არსებულმა „დემოკრატიულმა“ სასამართლო სისტემამ. უჩვეულო სასამართლო პროცესზე, ბრალდებულს, პერორალურად აძლევდნენ შხამიანი ფიზოსტიგმას (Physostigma venenosum) ცერცვისმაგვარ მარცვლებს და ეუბნებოდნენ, რომ თუ ეჭვმიტანილი მართალი არის ღვთის წინაშე, მაშინ მას არაფერი არ დაემართება, ხოლო თუ დამნაშავეა, ღვთის რისხვას ვერ გადაურჩება. შხამიანი ალკალოიდის - ფიზოსტიგმინის ზემოქმედებით, მარცვლების მიღებიდან 15-30 წთ-ში, ყოველთვის ვითარდებოდა კლასიკური ქოლინერგული ტოქსიდრომი (ჰიპერსეკრეცია, ბრონქოსპაზმი, პირღებინება, ბრადიკარდია, პერისტალტიკის გაძლიერება, კონვულსიები, აპნოე) და ბრალდებული იღუპებოდა ძლიერი ტანჯვა-წამების პირობებში. რომელი მედიკამენტების მეშვეობით მოახდენთ ფიზისტოგმინით გამოწვეული ქოლინერგული კრიზის მკურნალობას? |
როგორ მოქმედებს გუგების დიამეტრზე ჰომატროპინის თვალის წვეთები |
ატროპინი, ბენზტროპინი, ოქსიბუტინინი, სკოპოლამინი და ტრიჰექსიფენიდილი ქი- მიური სტრუქტურიდან გამომდინარე მიეკუთვნებიან მესამეულ ამინებს. გადიან თუ არა, ეს სამკურნალო საშუალებები ჰემატოენცეფალურ ბარიერს? |
რომელი ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქციაზე არ ახდენენ გავლენას M–ქოლინობ- ლოკატორები? |
1% 5მლ ატროპინის სულფატის თვალის წვეთების გამოყენებისას, მიდრიაზი მაქსი- მალურად არის გამოხატული წვეთების ინსტილაციიდან 30 40 წთ ის შემდეგ და ფარმაკოლოგიური ეფექტი ნარჩუნდება 7 10 დღის განმავლობაში, ხოლო აკომოდა- ციის დამბლა (ციკლოპლეგია) ვითარდება 1 2 სთ ში და ფარმაკოლოგიური ეფექტი გრძელდება 8 12 დღე. ციკლოპლეგიისას თვალი ხდება შორსმხედველი, ხანგრძლი- ვი მიდრიაზი კი ხელს უწყობს ფოტოფობიას, რაც არ არის სასურველი. რა უპირა- ტესობა გააჩნია 1% 5 მლ ტროპიკამიდის თვალის წვეთებს ატროპინთან შედარე- ბით? |
M–ქოლინობლოკატორების დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია: |
ოფთალმოლოგიაში M–ქოლინობლოკატორებს იყენე- ბენ: |
რატომ იყენებენ ატროპინის სულფატს ოპერაციის დაწყებამდე? |
რომელი პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა ოქსიბუტინინი? |
როგორია დრიპტანის და დეტრუზიტოლის დანიშვნის ძირითადი ჩვენებები? |
როგორი სქემით ინიშნება ტოლტეროდინი (პრეპარატი Detrusitol) |
აეროზოლს – ატროვენტს (იპრატროპიუმის ბრომიდი) იყენებენ ქრონიკული ობ- სტრუქციული ბრონქიტის და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. როგორია ამ პრე- პარატის დანიშვნის სქემა? |
მგზავრობამდე 30 წუთით ადრე, რწევის სინდრომის პროფილაქტიკის მიზნით, მშობელმა 5 წლის ბავშვს პერორალურად მისცა დრამინას ერთი აბი (50 მგ). ბავშვს, რომელიც იწონის 17 კგ-ს, თანდათან განუვითარდა ფსიქოსედაცია, ძილიანობა, ქსეროსტომია, ტაქიკარდია, სახის ჰიპერემია, ამნეზია, ჰალუცინაციები და კონვულსიები. რა ხდება და როგორი უნდა იყოს მოქმედების ტაქტიკა? |
პაციენტი 28 წლის, აწუხებს ძლიერი ტკივილი მარჯვენა თირკმლის საპროექციო არეში, ირადიაციით მარჯვენა სათესლეში. ტკივილი განუვითარდა 1 სთ-ის წინ და არის მაღა- ლი ინტენსივობის. ტკივილის ფონზე ფიქსირდება მომატებული არტერიული წნევა. პა- ციენტი სახეზე გაფითრებულია და კანი დაფარულია ცივი ოფლით. მას, 2 თვის წინ ჰქონდა ანალოგიური შეტევა და სტაციონარში დაუსვეს ნეფროლითიაზის დიაგნოზი. აღნიშნეთ ის პრეპარატები, რომლებსაც გამოიყენებთ მდგომარეობის კორექციის მიზ- ნით? |
რომელი მცენარე შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ანტიქოლინერგულ ტოქსინს? |
Datura stramonium |
გალანთამინი და ფიზოსტიგმინი საგრძნობლად თრგუნავენ პერისტალტიკას, რაც იწვევს ყაბზობას. |
როგორ მოქმედებენ მეხსიერებაზე M–ქოლინობლოკატორები (ატროპინი, სკოპოლა- მინი)? |
აფთიაქიდან, მიორელაქსანტების (არდუანი, პავულონი, ტრაქრიუმი, ლისტენონი) გაცემა ფიზიკურ პირებზე, კატეგორიულად არის აკრძალული იმიტომ, რომ |
ანესთეზიოლოგმა, ინტუბაციის მიზნით გამოიყენა ხანმოკლე მოქმედების მიორე- ლაქსანტი ლისტენონი (Lysthenon, Dithylinum, Suxamethonium iodidum). რა თანმიმდევ- რობით განხორციელდება პაციენტის კუნთების ფიბრილაცია (ფასციკულაცია) შემ- დგომი მიორელაქსაციით? |
ამ მედიკამენტს ვიყენებთ გიიენ-ბარეს სიდრომის დროსაც და სახის ნერვის იდიოპათიური პარეზის (არასრული ანუ ნაწილობრივი დამბლა) სამკურნალოდაც. აღნიშნეთ ეს პრეპარატი. |
რატომ არ შეიძლება მიორელაქსანტის ლისტენონის შერევა სისხლთან? |
რომელი მიორელაქსანტის გამოყენება არის რაციონალური, განივზოლიანი კუნთე- ბის მოდუნების მიზნით ისეთი ხანმოკლე კლინიკური მანიპულაციებისას, როგო- რიც არის: ინტუბაცია, ამოვარდნილობების გასწორება და ძვლოვანი ფრაგმენტების რეპოზიცია? |
ნერვულ–კუნთოვანი სინაპსის N–ქოლინორეცეპტორი შედგება 5 სუბერთეულისგან, რო- მელთა ცენტრში მოთავსებულია ნატრიუმის და კალიუმის კატიონების ტრანსპორტირე- ბისთვის განკუთვნილი იონური არხი (სურ. 2.16). პრესინაპსური მემბრანიდან გამოთა- ვისუფლებული აცეტილქოლინი უკავშირდება N–ქოლინორეცეპტორის ორ ალფა–სუ- ბერთეულს, იწვევს მათ კონფორმაციულ ცვლილებას და არხი იხსნება მხოლოდ 1 მილი- წამით. დროის ეს მონაკვეთი სავსებით საკმარისია უჯრედის მემბრანის დეპოლარიზა- ციისათვის და კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვისათვის. რა უდევს საფუძვლად მიორელაქ- სანტის – ლისტენონის მოქმედების ფარმაკოლოგიურ მექანიზმს? |
მიორელაქსაცია გამოწვეულია ლისტენონით (დიტილინით). რომელი პრეპარატის მეშვე- ობით შეგვიძლია ბლოკადის მოხსნა? |
ლისტენონის დანიშვნა უკუნაჩვენებია დუშენის მიოდისტროფიის დროს. რას წარმოადგენს ეს პათოლოგია? |
რატომ არის სახიფათო მიორელაქსანტის ლისტენონის გამოყენება დამწვრობების და პარაპლეგიების დროს? |
იწვევენ თუ არა კურარეს მსგავსი მიორელაქსანტები ანალგეზიას? |
თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებში იშვიათად გვხვდება შემდეგი ნრიროდეგენერაციული პათოლოგიები: |
თუ თამბაქოს კუპრს, ყოველდღიურად, საშუალოდ 8 თვის განმავლობაში, ბოცვერს წავუსვამთ ყურზე, მივიღებთ კანის კიბოს. რა მოხდება, თუ თამბაქოს კუპრს გავხსნით სტერილურ, მცენარეულ ზეთში და ბოცვერს გავუკეთებთ კანქვეშ? |
პაციენტი 56 წლის, „სტაჟიანი“ მწეველი, პროფესიით - მძღოლი. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ის ყოველწლიურად გადის ფილტვების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას (ფლუოროგრაფიას). ექიმთან მორიგი ვიზიტისას, მარჯვენა ფილტვის VI სეგმენტში, დაფიქსირდა სიმსივნური წარმონაქმნი დიამეტრით 2 სმ, რომელიც „წვრილი ბილიკით“ უკავშირდება ბრონქს. როგორი უნდა იყოს მოქმედების ტაქტიკა? |
პაციენტი 61 წლის („სტაჟიანი“ მწეველი), აღენიშნება საერთო სისუსტე, სხეულის მაღალი ტემპერატურა - 40 0C, შემაწუხებელი ხველება სისხლიანი ნახველით, ყრუ ტკივილი მარჯვენა ბეჭში (ირადიაციით მხრის სახსარში). ფიზიკური დატვირთვისას, ან მარცხნივ შებრუნებისას, ხველება მკვეთრად ძლიერდება. ხმის ტემბრიც შეცვლილია (დისფონია). ექიმმა დააფიქსირა გადიდებული და უმტკივნეულო მარჯვენა, ლავიწსზედა ლიმფური კვანძები და მარჯვენა ზედა კიდურზე ლიმფოსტაზის ნიშნები. გულმკერდის მარჯვენა ნახევარი, სუნთქვის აქტში ჩამორჩება მარცხენა ნახევარს. დიაგნოზის დასმის მიზნით, საჭიროა - ორ პროექციაში გულ-მკერდის რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია, ლიმფური კვანძების ბიოფსია და ნახველის გამოკვლევა ატიპიურ უჯრედებზე. როგორია თქვენი სავარაუდო დიაგნოზი? |
მწეველებში, თამბაქოს ხანგრძლივად მოხმარებისას (სურ. 2.18, 2.19), ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა საგრძნობლად იზრდება იმიტომ, რომ კანცეროგენური თვი- სებებით ხასიათდება; |
ადრენალინი ანუ |
ნორადრენალინი ანუ |
როგორ მოქმედებს გუგების დიამეტრზე ადრენალინი? |
პრესინაპსური 2 ადრენორეცეპტორების სტიმულაცია კლონიდინით (სურ. 2.24) იწვევს: |
Try Now